×

ჩანიშნეთ გასაუბრება

ჩვენს შესახებ

About us

მაქსიმალური კომფორტი
ერთ სივრცეში

„ლისი ტრიო“ ლისის თაუერსის მორიგი
პროექტია. გუნდის მაღალი
პროფესიონალიზმითა და ინოვაციური
მიდგომებით, კომპანია მომხმარებელს 2017
წლიდან თანამედროვე სტანდარტების
მიხედვით შექმნილ,ჰარმონიულ, ჯანსაღ და
უსაფრთხო დეველოპერულ პროექტებს
სთავაზობს.

„ლისი ტრიო“ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს ქმნის. ამიტომ, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება ჰიპერმარკეტების, გასართობი და საკვები ზონების აშენება. მომავალ მობინადრეებს ასევე ფიტნეს და სპა მომსახურება, აუზი, საბავშვო ბაღი და სამუშაო სივრცეები დახვდებათ. პროექტი ითვალისწინებს მაცხოვრებლებისათვის მაქსიმალურად მულტიფუნქციური და ყველა საჭიროებაზე ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას

უპირატესობები
საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობა მისი ქალაქის ცენტრთან სიახლოვე, და ამავე დროს ჯანსაღი, გამწვანებული ლოკაციაა. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დამატებით კომფორტსა და ჰარმონიას ქალაქზე გასაოცარი, პანორამული ხედები ქმნის.
მობინადრეების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ საცხოვრებელ სივრცეში იქნება სასტუმროს ტიპის ლობი, 24 საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და ასევე, ველობილიკი და ლოკაციები ღია სპორტული აქტივობებისათვის.
უსაფრთხოების უახლესი სისტემები, რაც ტერიტორიაზე უცხო პირების გადაადგილებას მინიმუმამდე შეამცირებს. დამატებით უსაფრთხოებას შენობაში დამონტაჟებული სპრინკლერის სისტემა უზრუნველყოფს.
„ლისი ტრიოს“ კიდევ ერთი პრივილეგია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა, ამიტომ პროექტს აქვს აუზი და ფიტნეს ცენტრი, რომელიც მოემსახურება ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს.
გარდა ამისა მაცხოვრებლებს შეეძლებათ ისარგებლონ სამი სახეობის, - ჰამამი, ზღვის და მარილის სპა ცენტრის მომსახურებით.

LISI TRIO

'შენობის პირველ სართულს დაიკავებს სავაჭრო სივრცეები. ოთხ სართულზე განთავსდება საოფისე ფართები, აღნიშნულ სართულებზე ასევე განთავსდება აუზი, სამი სახის სპა, საბავშვო ბაღი და ფიტნეს დარბაზი, სამუშაო დასხვადასხვა დანიშნულების სივრცეები. დანარჩენი სართულები წარმოადგენსსაცხოვრებელ ფართებს. დამონტაჟდება 8 ლიფტი. შენობის საანგარიშო სეისმურობა შეადგენს 8 ბალს, რაც დამატებით უსაფრთხოების გარანტია.სამუშაობის დასრულების ვადაა 2027 წლის გაზაფხული

პროექტი

პროექტის საერთო ფართობი 60 000 კვ.მ შეადგენს. სამშენებლო ფართობზე დაგეგმლია სამი მაღალსართულიანი კორპუსის განთავსება, რომელთა მიწისქვეშა ორი სართული 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს დაიტევს. საცხოვრებელი კომპლექსი სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემებით.

მთავარ გვერდზე გასვლა
Info NutriActual health Berita Hari Ini JakartaInframe